0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მამუკა საღარეიშვილმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა
მამუკა საღარეიშვილმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა
21 მაისი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს უმასპინძლა. შევედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ეკონომიკური და სოციალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ელჩმა სახელმწიფო რწმუნებულს ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის "მაშავი" შესახებ გააცნო ინფორმაცია, რომელიც საქართველოში სამეწარმეო და ტექნოლოგიური განათლების განვითარებას უწყობს ხელს.
 
მოგვიანებით სახელმწიფო რწმუნებული ,,მაშავის“ პროგრამის ფარგლებში დაფუძნებულ ,,შალომ კლუბ შიდა ქართლის“ პრეზენტაციას დაესწრო, სადაც ახალდდაფუძნებულ ორგანიზაციასა და სახელმწიფო ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლბის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
 
 
 
 

Top