ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს კომიტეტის (CEMR) შეხვედრის ფარგლებში შიდა ქართლის რეგიონს შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოს წევრებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი მოინახულეს და ადგილობრივი მეღვინეობის ტრადიციას გაეცნენ. ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმ-ნაკრძალის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
საქართველო ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს კომიტეტის (CEMR) შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრაში ევროპის მუნიციპალიტეტების და რეგიონთა საბჭოს კომიტეტთან ერთად ევროპის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა საბჭოს, შვედეთის, ნორვეგიის, გერმანიის, ფინეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბულგარეთისა და კვიპროსის დელეგაციები მონაწილეობენ.