0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

,,შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2024“ იწყება
,,შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2024“ იწყება
17 ივნისი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თემურ ხუბულურმა მუნიციპალიტეტის მერებთან და სპორტის სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, ასევე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელიც დაესწრო. შეხვედრაზე შეკრებილებმა ,,შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2024“-ის მიმდინარეობა განიხილეს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ეროვნული ოლომპიური კომიტეტთან ერთად დაგეგმილ გარბენს, რომელიც 23 ივნისს გორში ჩატარდება.
 
„შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით 2022 წლიდან ტარდება და მისი მიზანია რეგიონში სპორტის მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე, მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, აქტიური ჩართვა სპორტულ ღონისძიებებში. გასულ წელს, თამაშებში უკვე 5000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წლევანდელი პროგრამის მიხედვით კი შეჯიბრებები მძლეოსნობაში, კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაში გაიმართება.
 
გარდა ამისა, ეროვნული ოლომპიური კომიტეტთან ერთად დაგეგმილ გარბენში სხვადასხვა ასკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცემათ შესაბამისი პრიზები. ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ-ჩემპიონ პრიზიორები, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და ადგილობრივები. გარბენში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

Top