0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გორის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გორის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
30 მარტი 2024

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაზე რწმუნებულმა ხაზი გაუსვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც ლევან ხარაბაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის თითოეული სამსახური უზრუნველყოფს რეგიონის გამართულად მუშაობას, შესაბამისად, მნიშვნელოვანია კომპეტენციის ფარგლებში კოორდინირებული თანამშრომლობა.
 
შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოფლის მეურნეობის, სოციალური, ტურისტული და ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, მხარეებმა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც იმსჯელეს.

 


Top