გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე საწარმოებმა, ღვინის მარნებმა, მეთუნეებმა, მხატვრებმა და სხვა ხელოვანებმა. გარდა ხელნაკეთი ნივთებისა, დამთვალიერებელს ადგილზე შეეძლო ენახა როგორც თიხის ძერწვის, ისე წნულისგან დამზადებული ნივთების დამზადებისა და თონეში პურისა და ნაზუქის ცხობის მასტერკლასი.
გამოფენის ძირითად მიზანს საქართველოს რეგიონებში ტურიზმის ხელშეწყობა და ტურისტული ადგილების ცნობადობის გაზრდა წარმოადგენდა. ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა კომპანია ,,Expo Batumi”-ის ორგანიზებით გაიმართა.