საქველმოქმედო აქცია გორის რაიონის საზღვრისპირა სოფელ ტყვიავში
20 ივნისი 2014
საქველმოქმედო ღონისძიებაზე მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურმა სახელოსნომ მაყურებლისთვის ორი სპექტაკლი წარმოადგინა: „ბატის ჭუკი“ და „ჩიპოლინო“. მსგავსი სახის გაცვლითი ღონისძიებების მთავარი მიზანია რეგიონში მცხოვრები მოზარდების ჩართვა სასახლის აქტიურ ცხოვრებაში, რაც ორგანიზატორების თქმით ხელს შეუწყობს ბავშვების ერთმანეთთან დაახლოებას. ორგანიზატორების განცხადებით აღნიშნული სახის ღონისძიებებს სისტემატიური ხასიათი მიეცემა.