საოკუაპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში მცხოვრები ვალია ვანიშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ მოინახულა. საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად ვანიშვილების ოჯახს საჭირო ტექნიკა და საკვები პროდუქტები გადაეცა. რწმუნებულმა შეხვედრისას ოჯახის წევრებს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილს სახლთან მავთულხლართები გაუბეს, რის შედეგადაც სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. დათა პაპას გარდაცვალების შემდეგ კი ვალია ვანიშვილი მავთულხლართების მიღმა მარტო ცხოვრობს.