საქართველოს ძიუდიოსტთა ნაკრების წევრი ლაშა შავდათუაშვილი უნგრეთიდან მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლით დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიოს ჩემპიონს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დახვდნენ.
ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლა. ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე, -73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა 6 მეტოქე დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლაშა შავდათუაშვილი ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ერთდროულად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.