0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქვიშხეთში „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სასტუმრო ,,მწერლები“ გაიხსნა
ქვიშხეთში „აწარმოე საქართველოში“  მხარდაჭერით სასტუმრო ,,მწერლები“ გაიხსნა
16 ივნისი 2020

შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შიდა ქართლში, სოფელ ქიშხეთში  სასტუმრომ ,,მწერლები“ ფუნქციონირება დაიწყო.  პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  15 მლნ ლარზე მეტს შეადგენს და პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დააფინანსებს.  20 ნომრიან სასტუმროში, ამ ეტაპზე  30 ადამიანი დასაქმდა, თუმცა სამომავლოდ სასტუმროს მენეჯმენტი 40-მდე ნომრის დამატებას და დასაქმებულთა გაზრდას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულების უმრავლესობა ადგილობრივია. 

გახსნის ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯვანიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი დაესწრებიან.

,,შიდა ქართლში მსგავსი დონის სასტუმრო პირველია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური თუ ტურისტული გავნითარების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ ქვიშხეთში და სასტუმრო ,,მწერლები“ მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის.“ - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა. 

 

სასტუმროში განთავსებულია ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, ლაუნჯი, საკონფერენციო დარბაზი, მინი კინოთეატრი და ბავშვების ოთახი. ასევე, სასტუმროს ტერიტორიაზეა ორი აუზი, ღია და გადახურული ვერანდა, სათამაშო მოედანი და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი. 

 


Top