გორის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ციცაგიაანთკარში სასმელი წყლის სისტემა მოეწყო, რაც 144 ოჯახისთვის წყლის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. პროექტი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, USAID-ის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „ზრდამ“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთობლივად განახორციელეს.
ღონისძიებას აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დ. დეგნანი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის ღირებულება 357 351 შეადგენს, აქედან 295 844 ლარი იტალიის სახელმწიფოს მიერ, ხოლო 61 507 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტის ფარგლებში ჭაბურღილი, საქლორატორო, წყალსადენი შიდა ქსელი აღრიცხვის კვანძები მოეწყო.
კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით „ზრდა“ უკვე 4 წელია თანამშრომლობს საჯარო სექტორთან.