შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ,,გორმედის“ ქსელის ხელმძღვანელს გია სვანაძეს და კლინიკის მედპერსონალს შეხვდა. რწმუნებულმა ექიმებს მადლობა გადაუხადა პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავი შრომისთვის და საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ,,გორმედის" ხელმძღვანელმა რწმუნებულს ქსელში შემავალ კლინიკებში არსებული ვითარებაც გააცნო.
ვალერიან მჭედლიძე ,,გორმედის“ ქსელის მედპერსონალს შეხვდა
23 ივნისი 2021