0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ვალერიან მჭედლიძემ იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამის შესახებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ვალერიან მჭედლიძემ იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროგრამის შესახებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
24 ივნისი 2021

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ იაპონიის საელჩოსა და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ონლაინ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. პროგრამა საქართველოში იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამას შეეხება. შეხვედრას საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
საგრანტო კონკურსს იაპონიის საელჩო საქართველოში ყოველ წლიურად აცხადებს, წელს ეს პროექტი განკუთვნილია სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის შესაძენად, რეგიონებში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად. სამუშაო შეხვედრები ონლაინ ფორმატში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
2020-2021 წლებში იაპონიის საელჩომ 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 12 პროექტი GGP გრასრუტების მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში დააფინანსა. პროექტები განხორციელდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, განსაკუთრებული ყურადღება კი ეკონომიკურად მოწყვლად დასახლებებს დაეთმო. შეიქმნა კრიტიკული ინფრასტრუქტურა სამედიცინო მხარდაჭერისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, საბავშვო ზრუნვის სისტემის განვითარებისა და სხვა სარგებლის შესაქმნელად. იაპონიის საელჩო თანამშრომლობს რეგიონულ თემებთან, რათა გამოავლინოს საჭიროებები და დაგეგმოს საგრანტო პროგრამა საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებების შესაბამისად. ბოლო 20 წლის განმავლობაში, იაპონიის საელჩომ დააფინანსა თითქმის 200 პროექტი GGP ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში.

Top