კახა კალაძე გორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
06 ივლისი 2014
,,უამრავი პრობლემაა, ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც უსმენს ხალხს და ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული, რომელიც ამ სოფლების მოსახლეობას აწუხებს. მოგეხსენებათ, რომ გაზიფიცირების სამუშაოები ეგრეთ წოდებულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში უკვე დაწყებულია. ასევე დაიწყება გამრიცხველიანების პროცესიც,’’-განაცხადა კახა კალაძემ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების ვიზიტი სხვა სოფლებში ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო გადაიდო.