0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სოფელ მეღვრეკისში ახალი საბავშო ბაღი შენდება
სოფელ მეღვრეკისში ახალი საბავშო ბაღი შენდება
10 ნოემბერი 2021

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მეღვრეკისში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რაზეც ჯამში, 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. სააღმზრდელო დაწესებულება 75 ბავშვზეა გათვლილი და ადგილობრივების გარდა, ერგნეთის აღსაზრდელებსაც მოემსახურება.
სამუშაოებს შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი გაეცნო, მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეღვრეკისის გარდა, გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ორი პროექტი ხორციელდება. კერძოდ, შენდება მეჯვრისხევის საბავშო ბაღი, ხოლო გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მეშენბლობა უკვე დასრულებულია და ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.

Top