სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა მეუფე სვიმეონმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს ლევან ხარაბაძეს და რწმუნებულის პირველი მოადგილეს სიმონ გულედანს ხაშურში, ახალი ბანას პროექტის მიმდინარეობა გააცნო.
პროექტი, რომლის ავტორიც სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე სვიმეონია, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოსპატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. მშენებლობას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა. ტაძრის მშენებლობის მიზანი მომავალი თაობებისთვის ბანას ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა და ეკლესიაში საგანმანათლებლო და კულტურული კერის ჩამოყალიბებაა.