0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

8 აგვისტო
08 აგვისტო 2014

მთავრობის წარმომადგენლებმა 2008 წელს სოფელ შინდისში დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის მემორიალიც მოინახულეს და დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რის შემდეგაც მათი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. მთავრობის წარმომადგენლებმა ქ.გორში მდებარე საბრძოლო დიდების მუზეუმიც დაათვალიერეს. მოაგვიანებით, კი სოფელ ატენის მოსახლეობას შეხვდნენ. 2008 წელს, გორის დაბომბვის დროს, ატენის ხეობას 40 000-მდე ოჯახმა შეაფარა თავი. რწმუნებულმა ის ოჯახები მოინახულა, რომლებმაც ომის პერიოდში დროებით იძულებით გადაადგილებული პირები შეიფარეს. იმ პერიოდისთვის თითოეულ ოჯახში დაახლოებით 30-40 დევნილი ცხოვრობდა. ,,2008 წელს მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა ჩვენმა ქვეყანამ, როგორც ჩვენი შვილების, ჩვენი ძმების, ჩვენი მამების სახით. ასევე, მოგეხსენებათ ჩვენმა ქვეყანამ ტერიტორიების 20 პროცენტიც დაკარგა,’’ - განაცხადა ზურაბ რუსიშვილმა და ამ ოჯახებს მადლობა გადაუხადა ომის პერიოდში გორის მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისათვის.

Top