შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღეს სოხუმის დაცემის დღიდან 28 წელი გავიდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ათასობით ქართველმა აფხაზეთი იძულებით დატოვა და დევნილად იქცა. თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნებაში. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს." - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს შეიარაღებული საომარი მოქმედებები სოხუმის დაცემით დასრულდა.