0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა
17 იანვარი 2022

სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებთან რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა და ხაზი გაუსვა შესაბამისი სამუშაოების მოკლე ვადებში განხორციელების აუცილებლობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას და ამ პროცესში გუბერნატორების როლი გადამწყვეტია.
 
შეხვედრისას, თითოეული რეგიონის მიხედვით დეტალურად განიხილეს არსებული პროექტები, მათ შორის პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, ასევე - იმსჯელეს საჭიროებებზე, როგორიცაა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ხარისხიანი წყალმომარაგება თუ შიდა გზების მოწესრიგება. ხაზი გაესვა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მაქსიმალური კოორდინაციის აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებას.
 
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებს დაავალა, მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივ მცხოვრებლებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეგიონის მოსახლეობის საჭიროებების უმოკლეს ვადებში გადაჭრა.

Top