0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სტიქია ხაშურის რაიონში
13 აგვისტო 2014

დილიდან ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი თოთლაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც წყალდიდობის შედეგად დატბორილ ტერიტორიებს გაასუფთავებს. ,,ყველა სამაშველო რაზმი ოთხივე მუნიციპალიტეტიდან მობილიზებულია, რომ დროულად მოხდეს სახლებიდან წყლის ამოტუმბვა, რაც ამჟამად სასწრაფო და ყველაზე მნიშვნელოვანია,’’- განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა. ,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველი სამუშაოები. მობილიზებული გვყავს შიდა ქართლის მასშტაბით სამაშველოს და სახანძროს თანამშრომლები. რა თქმა უნდა, პირველადი სამუშაოების შემდგომ შეიქმნება ზარალის ანაზღაურების შემსწავლელი კომისია, რის შემდეგაც შესაბამისი ზომები იქნება მთავრობის მხრიდან მიღებული,’’- განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი თოთლაძემ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩართულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

Top