0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
30 ივნისი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა კასპის მუნიციპალიტეტში, რენე-ჩობალაურის დასრულებული, სოფელ ბოჟამისა და ქალაქ კასპის შიდა გზების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რენე-ჩაბალაურის გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 336 000 ლარით დაფინანსდა და ჯამში, 3,8 კმ. გზის მონაკვეთი რეაბილიტირდა. სოფელ ბოჟამში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 225 655 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში 2,5 კმ. გზის მონაკვეთი რეაბილიტირდება. რაც შეეხება ქალაქ კასპის შიდა გზების მოწესრიგებას, წელს მათი რეაბილიტაციის მიზნით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და სამუშაოები შემოდგომისთვის დასრულდება. შემოდგომისთვისვე იგეგმება სოფელ ბოჟამის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაც. როგორც რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტია და კასპის მუნიციპალიტეტის გარდა, საგზაო მოწყობის სამუშაოები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც ინტნსიურად მიმდინარეობს.

 


Top