0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სოფელ ქინძათში ახალი სკოლა შენდება
სოფელ ქინძათში ახალი სკოლა შენდება
12 აგვისტო 2022

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რაზეც 2 400 000 ლარია გათვალიწინებული.
 
სამუშაოების მიმდინარეობს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი გაეცნო. მისი თქმით, საჯარო სკოლის ტერიტორია 6 250 კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც უკვე აშენდა თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობა და ეზოში მოეწყო სპორტული მოედანი. ,,შეუფერხებლად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს ეზოს სამღებრო სამუშაოები, ეზოს შემოღობვა. განახლებულ სასწავლო წელს მოსწავლეები და პედაგოგოები ახალ შენობაში შეხვდებიან“ - აღნშნა სიმონ გულედანმა.
 
ქინძათის საჯარო სკოლაში 100-მდე მოსწავლე სწავლობს და 22 პედაგოგია დასაქმებული. ახალი სკოლა სამ სოფელს მოემსახურება.

Top