0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მიხეილ შაყულაშვილი გორის წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) ხელმძღვანელს შეხვდა
მიხეილ შაყულაშვილი გორის წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) ხელმძღვანელს შეხვდა
22 აგვისტო 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა გორის წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) ხელმძღვანელთან თამარ სახლთხუციშვილთან გაცნობითი ხასიათის  შეხვდა გამართა.

წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლმა რწმუნებულს შიდა ქართლის რეგიონში მათ მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში პროექტებისა და ღონისძიებების ერთობლივ განხორციელებაზეც ისაუბრეს. როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საჯარო და არასამთავრობო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება. წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთათვის დახმარებით. შემდგომში კი ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) დაარსდა 1918 წ.


Top