0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქარელში საცურაო აუზი გაიხსნა
ქარელში საცურაო აუზი გაიხსნა
News contains an attached video
05 სექტემბერი 2022

ქარელში საცურაო აუზმა ფუნქციონირება დაიწყო. პირველ საჩვენებელ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთდ დაესწრო. რეგიონის რწმუნებულმა, ასევე, დაათვალიერა შენობა და გაეცნო სპორტულ ინფრასტრუქტურას.
 
,,დღეიდან ქარელში საცურაო აუზმა დაიწყო ფუნქციონირება. როგორც იცით, აუზის მშენებლობა ივნისში დასრულდა, ხოლო ამ მოკლე ვადაში, ანუ დღემდე, შენობა სრულად აღიჭურვა სათანადო ინვენტარით და დასაქმდა გადამზადებული სტაფით. საცურაო აუზი არა მხოლოდ ქარელის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. სპორტი და განსაკუთრებით წყლის სახეობები ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია, ხოლო მისი პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. იმედი მაქვს, რომ რეგიონის მაცხოვრებლებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, საცურაო აუზი სპორტული ცხოვრებასა და ზოგადად სპორტული აქტივობის გაუმჯობესებაში შეუწყობს ხელს.“ - აღნიშნა მხარის რწმუნებულმა.
 
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5.6 მლნ ლარით დაფინანსდა. მოეწყო დიდი და მცირე აუზები. ასევე, კომპლექსში განთავსდა სატრენაჟორო დარბაზი, 100 ადამიანზე განკუთვნილი ტრიბუნა, პერსონალისა და მწვრთნელების ოთახები, გასახდელი და საშხაპეები. საცურაო კომპლექსი სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

მიმაგრებული ვიდეო


Top