გორის სპორტის სასახლემ ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონატს - ჩემპიონთა ლიგა 2022-ს უმასპინძლა. ჩემპიონატის გამარჯვებული თბილისის კლუბი ,,მებრძოლი“, ხოლო გორის კლუბი ,,გოლდენ გორი“ ბრინჯაოს მფლობელი გახდა.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და რწმუნებულის მოადგილეები სიმონ გულედანი და თემურ ხუბულური დაესწრნენ. ,,გორი სპორტული ტრადიციების ქალაქია და ამ ქალაქს არაერთი ჩემპიონი აღუზრდია მსოფლიოსთვის. დღევანდელი დღეც ამის დასტურია. დღეს გორში გაიმართა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ძიუდიში, რომელშიც სპორტის ამ სახეობის არაერთი სახელგანთქმული მსოფლიო თუ ოლიმპიურმა ჩემპიონმა მიიღო მონაწილეობა. ვფიქრობ, მსგავს ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციისა და ახალგაზრდების მოტივაციისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემპიონატის ორგანიზატორებსა და რა თქმა უნდა, მივულოცო დღევანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულებს.“- აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
ტურნირი ლეგენდარულ გორელ ძიუდოისტს შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ჩემპიონატში მონაწილეობა 25 ქვეყნის 143-მა სპორტსმენმა, მათ შორის ევროპული ძიუდოს არაერთმა ვარსკვლავმა მიიღო. ვაჟთა ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან კი 3 ქართული იყო - გორის კლუბი ,,გოლდენ გორი” და თბილისის კლუბები ,,მებრძოლი“ და ,,არეა“.