0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს პარლამენტში საინფორმაციო ვიზიტი მოეწყო
გორელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს პარლამენტში საინფორმაციო ვიზიტი მოეწყო
16 დეკემბერი 2022

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ორგანიზებითა და პროექტის ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში გორელი ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტს სტუმრობდნენ. ახალგაზრდებს შიდა ქართლის რწმუნებულის მოადგილემ აბიკო აბესაძემ უმასპინძლა. როგორც რწმუნებულის მოადგილემ აღნიშნა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუდამ მზადაა მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებსა და ხელი შეუწყოს განათლებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს.
 
ვიზიტისას ახალგაზრდებმა პარლამენტის სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს. გარდა ამისა, მინისტრის საათის ფარგლებში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის გამოსვლას დაესწრნენ.
 
ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი.

Top