0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპში ქალაქის დღესასწაული მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
კასპში ქალაქის დღესასწაული მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
23 ოქტომბერი 2023

"კასპობის" საზეიმო ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი, მეუფე ანდრია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ და ადგილობრივებს ქალაქის დღესასწაული მიულოცეს.
 
კასპის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრებისა და მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. განთავდა სოფლების ტრადიციული კუთხეებიც, გაიმართა სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული სანახაობები.
 
შეკრებილ მოსახლეობას შიდა ქართლის რწმუნებულმა მიულოცა. ,,ჩემო კასპელებო, გილოცავთ ,,კასპობის“ დღესასწაულს. ჩემთვის პატივია, აქ ყოფნა და დღევანდელი დღის თქვენთან ერთად აღნიშვნა. კასპი და ზოგადად, კასპის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია თავისი დამახასიათებელი ტრადიციებით, ხუროთმოძღვრების ძეგლებით, ისტორიით, ტურისტული ადგილებით, განსაკუთრებით კი ადამიანებით. კასპი რაინდებისა და საქართველოზე უპირობოდ შეყვარებული გმირების სამშობლოა. დიდი მოურავი გიორგი სააკაძე, გენერალი მაზნიაშვილი, გოჩა თათრიშვილი, ზურაბ მუზაშვილი და კიდევ მრავალი, სწორედ მიწა-წყლის შვილები არიან. აქვე უნდა ვახსენოთ ლეგენდარული ხელოვანი, სალამური დიდოსტატი ომარ კელაპტრიშვილი და დიდი ივანე ჯავახიშვილი. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში სტუმრობისას არ აღფრთოვანებულიყოს რკონითა თუ ქავთახევით, სხვილოს ციხით, ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლით. ჩვენ, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება გავაგრძელებთ ყოველდღიურ შრომას, იმისთვის რომ კასპი იყოს ერთ-ერთი ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული და გამორჩეული ქალაქი, როგორსაც თითოეული თქვენგანი იმსახურებს.“- მიმართა მხარის რწმუნებულმა.
 
ღონისძიება გალა კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა. კასპელი მსმენელის წინაშე ჯგუფი ,,LOUDspeakers'“ წარსდგა.

Top