ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში გაზსადენი გაიხსნა
21 ოქტომბერი 2014
ქარელის მუნიციპალიტეტში დღეისათვის აშენებულია 120 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი და მუნიციპალიტეტში მცხოვრები 3 800 აბონენტი უზრუნველყოფილია ბუნებრივი აირით. საერთო ჯამში ქართლის რეგიონში 314 კმ.გაზსადენის მშენებლობის შედეგად 11 650 აბონენტი უკვესარგებლობს ბუნებრივი აირით.
ენერგეტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, საქართველოს მასშტაბით 2014 წლის ბოლომდე 86 ათასზე მეტი ოჯახი გაზიფიცირდება. გეგმის განხორციელების შემდეგ, გაზიფიცირებული იქნება დამატებით 252 სოფელი და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ამასთან, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ოჯახში ბუნებრივი აირის შესაყვანად საჭირო თანხის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, აღნიშნული თანხა თვიურად 25 ლარს, ხოლო ჯამურად 600 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.