0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მე-5 ქვეითი ბრიგადის იუბილე
22 ოქტომბერი 2014

სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე მეფეების არჩილისა და ლუარსაბის სახელობის ახლადაშენებული ეკლესია დაათვალიერეს და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ღონისძიებაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი, რის შემდეგაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს. ბრიგადის ტერიტორიაზე ღია კარის დღეც მოეწყო, რასაც სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ. სტუმრებმა ბრიგადის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. ღონისძიების დასასრულს ცეკვისა და სიმღერების ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ამავე დღეს, მე-5 ქვეითი ბრიგადის ოთხ სამხედრო მოსამსახურეს დროებით სარგებლობაში საცხოვრებელი ბინები სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე გადაეცათ. სამხედროებმა საცხოვრებელი ბინა ქალაქ გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მიიღეს. საცხოვრებელი ფართით, დაკმაყოფილდნენ ის ოფიცრები, რომლებიც მე-5 ქვეით ბრიგადაში მსახურობენ.

Top