0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

რწმუნებულმა ქვეითი ბრიგადის სამხედროებს 26 მაისი მიულოცა
რწმუნებულმა ქვეითი ბრიგადის სამხედროებს 26 მაისი მიულოცა
26 მაისი 2020

სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პირველი ქვეითი ბრიგადის შემადგენლობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყნის სამსახურში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და I ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცი-პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს დამოუკიდებლოს დღე მიულოცეს.

ასევე, ბრიგადის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ასევე საერთაშორიო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად I ქვეით ბრიგადაში სამხედროების დაჯილდოება და სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა.


Top