სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტების პრეზენტაცია
29 ოქტომბერი 2014
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კომპანიის წარმომადგენლებსა და რეგიონის რწმუნებულებს შორის პროგრამის განხორციელების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, დაგეგმვის ნაწილში ინტერაქტიური შეხვედრები გაიმართება და პრიორიტეტების გათვალისწინებით გეგმების შეჯერება-კორექტირება მოხდება. მხარის გუბერნატორების ინიციატივით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პროექტების შერჩევა რეგიონების მიხედვით, ინდივიდუალურად მოხდება.
დღეისათვის, საქართველოს სამელიორაციო სისტემების კომპანია სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, სარებილიტაციო სამუშაოებს 35 ობიექტზე ახორციელებს.
აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო მხარის რწმუნებული ზურაბ რუსიშვილიც.