0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „სამაჩაბლოს ისტორიის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  „სამაჩაბლოს ისტორიის ფონდის“  პრეზენტაცია გაიმართა
16 მარტი 2022

ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე დაესწრო. შეხვედრა გორის უნივერსიტეტის რექტორმა და ფონდის დამფუძნებელმა გიორგი სოსიაშვილმა გახსნა და ფონდის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. რექტორის თქმით, ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიის სწორი რაკურსით შესწავლას. "მოხარული ვარ, რომ დღეს მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. ფონდის მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენს ახალგაზრდებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნებათ განათლების და განვითარების კუთხით. გარდა ამისა, სამხარეო ადმინისტრაცია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გვაქვს არაერთი საინტერესო იდეა, რაც როგორც რეგიონის განვითარების ხელშეწყობას, ისე ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. " - აღნიშნა ვალერიან მჭედლიძემ.
 
ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ლიტერატურლი კონკურსების, გამოფენების, საზაფხულო სკოლების, სტიპენდიების და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

Top