0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში ახალი ამბულატორია გაიხსნა
31 ოქტომბერი 2014

ახალი ამბულატორია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გახსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გიუმრუჩქუ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი. სოფელ რენეს პირველადი ჯანდაცვის ცენტრი მომსახურებას თემის 9 სოფელს გაუწევს. დღეისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით 80 ამბულატორია უკვე აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკითა და მასალებით. უახლოეს მომავალში გაიხსნება კიდევ 2 ამბულატორია ცაგერსა და ხაშურში.

Top