0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ახალი ამბულატორია გაიხსნა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ახალი ამბულატორია გაიხსნა
07 აპრილი 2024

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან, პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებთან ერთად ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა.
 
ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ, სამედიცინო პერსონალს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცეს. მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების სრულად დაკმაყოფილება.
 
"დღევანდელ დღეს ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, მინდა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე თითოეულ ადამიანს მივულოცო. მინისტრთან ერთად შევხვდით გამყოფ ხაზთან მომუშავე მედიკოსებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას და ვისაუბრეთ მათ საჭიროებებზე. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ექიმებს ღისეული სამუშაო პირობები შევუქმნათ და ასევე, ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზევე ხელმისაწვდომი იყოს ჯანდაცვის სერვისები."- აღნიშნა რეგიონის რწმუნებულმა.
ერგნეთის ამბულატორია, ადგილობრივ მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებას უწევს. სამედიცინო დაწესებულება კვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული. სოფლის ამბულატორია ერგნეთის 300-მდე მცხოვრებს, იმუნიზაციას, კიბოს სკრინინგსა და სხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობს.
საქართველოს მასშტაბით, სულ 1004 სოფლის ამბულატორიაა, საიდანაც 34 ე.წ. საზღვრისპირასაა.

Top