0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კოოპერატივებისთვის მოტობლოკების გადაცემა
01 ნოემბერი 2014

,,აღნიშნული პროექტები საკმაოდ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით შიდა ქართლის რეგიონისთვის, ვინაიდან ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა განსაკუთრებით კი მეხილეობა. აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს კოოპერატივების განვითარებას“- განაცხადა შიდა ქართლის რწმუნებულმა. ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამის’’ ფარგლებში, იტალიური წარმოების 1700 მოტობლოკი და 2000 ხელის სათესი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს თვითღირებულების მხოლოდ 23%-ის გადახდის პირობით გადაეცა. მოტობლოკები გაიცემა კომპლექტში და მოიცავს მოტობლოკს, სათიბს, გუთანს, კულტივატორსა და ხელის სათესს. ერთ კომპლექტზე დამატებით ერთი ხელის სათესი, სიმბმოლურ ფასად (1 ლარად) გადაეცემა ერთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა: ყველა მეპატრონე არის დევნილი, ან/და ეკომიგრანტი; საქმიანობის ადგილი არის მაღალმთიანი რეგიონი; საქმიანობის ადგილი არის საზღვრისპირა ზოლში; საქმიანობის ადგილი არის ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი. პროგრამა 2014 წლის სექტემბრიდან დაიწყო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით, მცირეგაბარიტიანი ტექნიკის გადაცემის პროცესი 18 ოქტომბრიდან აქტიურად ხორციელდება. ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის შემდეგ, პროგრამა სხვა რეგიონებსაც მოიცავს. 37 მოტობლოკის კომპლექტი და დამატებით 34 ხელის სათესი მცირეგაბარიტიანი ტექნიკა წალკის რაიონში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს უკვე გადაეცა. ტექნიკის გადაცემის შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრი და მხარის გუბერნატორი ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მიმართულებით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

Top