0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შიდა ქართლში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება.
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შიდა ქართლში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება.
08 აპრილი 2020

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ქურთის, ერედვის, თიღვის მუნიციპალიტეტების გამგეობების ფინანსური მხარდაჭერითა და შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით შიდა ქართლში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები გადაეცემა მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის უკვე 3 000-მდე ოჯახმა მიიღო სურსათი და ასევე, კიდევ დამატებით 2 000-მდე ოჯახისთვის იგეგმება გადაცემა. გარდა დევნილთა ჩასახლებისა, სასურსათის მარაგი რამდენიმე ათეული ვეტერანის ოჯახსაც გადაეცა.
 
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილზე გაეცნო აქციის მსვლელობას და პირადად ესტუმრა ერთ-ერთ ოჯახს.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს ამ მნიშვნელოვან საქმეში, ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ რომ მოსახლეობას გარკვეული მარაგი მივაწოდოთ. ასევე, კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული საქველმოქემდო ღონისძებებში და კიდევ ერთხელ ვუხდი მათ მადლობას“ - აღნიშნა რწმუნებულმა.
 
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოდან ყოველდღიურ რეჟიმში მოსარგებლეებზე საკვები გაიცემა. ასევე, ინტენსიურად ხდება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

Top