0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ზურაბ რუსიშვილი სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორს შეხვდა
05 ნოემბერი 2014

როგორც კომპანიის დირექტორმა, ლევან დვალმა, განაცხადა, სამელიორაციო სისტემებზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად კომპანია შიდა ქართლში მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის ფარგლებში, შიდა ქართლში გაიწმინდა და მოწესრიგდა მაგისტრალური და გამანაწილებელი არხები საერთო სიგრძით-807,21 კმ. რეაბილიტაცია უტარდება სიონის მაგისტრალურ არხს, სასირეთის,ჩოჩეთის ჭალის არხებს, შუა უბნის და კოდის სარწყავ სისტემებს, ტირიფონის მაგისტრალური არხის კალაპოტს. სოფ. დვანის სავარგულების მოსარწყავად მიმდინარეობს სალთვისის სარწყავი სისტემების გამანაწილებლების სკრა-ქარელის მაგისტრალურ არხზე მოწყობილი ხვედურეთის სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფელი ზემო ხვედურეთის და სტიქიის შედეგად, სოფელ ჭანდარში გადმოსახლებული მოსახლეობის სავარგულების წყალუზრუნველსაყოფად, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სრულდება თეზი-ოკამის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებები. რეაბილიტაცია უტარდება კავთისხევის I და II აწევის სატუმბო სადგურის შენობების ელექტრო-მექანიკური მოწყობილობების სადაწნევო მილსადენს. აღნიშნული სამუშაოების შედეგად, მოგვარდება და გაუმჯობესდება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წყალუზრუნველყოფა, შესაბამისად, გაიზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა. შეხვედრა შიდა ქართლის გუბერნიის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას სამელიორაციო სისტემების კომპანიის წარმომადგენლები და შიდა ქართლის ადმინისტრაციის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Top