მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შავშვების ჩასახლებაში დევნილებს შეხვდა
08 ნოემბერი 2014
2009 წელს, შავშვების ჩასახლების ყველა კოტეჯს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით თბო და ჰიდროიზოლაციით დათბუნების სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე მოხდა კოტეჯების გვერდითი გადახურვა, რაც შენობებს წვიმისაგან იცავს.
სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა გალინა ქელეხსაევას კოტეჯი დაათვალიერეს. ქალბატონი გალინა, 2008 წლის ომის დროს ქმარს საქართველოში გამოყვა და დევნილი გახდა. როგორც თავად იხსენებს, ქართული ენა მხოლოდ მას შემდეგ ისწავლა, რაც მისი ოჯახი შავშვებში დასახლდა. ამჟამად, გალინა ქელეხსაევა 2 დევნილ ქალბატონთან ერთად სამკერვალოს ამუშავებს, პროდუქციას დევნილთა ჩასახლებებსა და გორში ყიდის. ქალბატონი გალინას განცხადებით, დევნილი ოჯახებისთვის პროდუქციას შეღავათიან ფასში კერავს. შავშვების ჩასახლების გარდა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში აშენდა საფეხბურთო სტადიონი, ბორჯომში მოხდა სამი ობიექტის გაზიფიკაცია. გორისა და ქარელის რაიონის სამ სოფელში აშენდა სათავსოები დევნილი ოჯახებისათვის.