0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ანდრო ბარნოვი გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ესტუმრა
22 მაისი 2013

„დარბაზის“ წევრები შეხვედრაზე არ გამოცხადნენ. „სამწუხაროა, რომ სახალხო დარბაზთან შეხვედრა არ შედგა. გორის საზოგადოების მოსაზრებების მოსმენა, აზრთა გაცვლა და დიალოგი ვფიქრობ საინტერესო იქნებოდა. გამოუცხადებლობის მიზეზი ჩემთვის გაუგებარია, არ შეიძლება, დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციას პრეზიდენტის რწმუნებულთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდეს“, განუცხადა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მისულ ჟურნალისტებს ანდრო ბარნოვმა და დასძინა, რომ დარბაზის სურვილის შემთხვევაში, ის ნებისმიერ დროს მზადაა დარბაზის წევრებთან შესახვედრად. „ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის საინტერესო იყო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საქმიანობის გაცნობა. ეს არის შესანიშნავი პროექტი, რომელსაც დიდი როლი შეუძლია შეასრულოს საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ვაპირებ, ფართოდ ვითანამშრომლო ამ ცენტრთან“, – განაცხადა ბარნოვმა.

Top