ანდრო ბარნოვი გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
22 მაისი 2013
შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა და გუბერნატორმა მოისმინა ახალგაზრდების მოსაზრებები, იდეები, ინიციატივები, უპასუხა მათ შეკითხვებს და მათი პრობლემებით დაინტერესდა.
გუბერნატორის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სტუდენტებმა გულისტკივილით აღნიშნეს, რომ უნივერსიტეტში სწავლისას პრაქტიკის გავლის საშუალება არ ეძლევათ, რაშიც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაც ვერ ეხმარება. ახალგაზრდებმა გუბერნატორს დახმარება სთხოვეს ამ საკითხის გადაჭრაში და დასაქმებაზე ორიენტირებული პროექტებში ჩართვის სურვილიც გამოთქვეს.
ანდრო ბარნოვმა გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს აქტიური ურთიერთობის გაგრძელება შესთავაზა, კონკრეტულ თემებზე საჯარო ლექციების და საინტერესო პირებთან შეხვედრების მოწყობას, ასევე სხვა უნივერსიტეტებთან საქმიანი კავშირების დამყარებაში დახმარებას დაჰპირდა.
გუბერნატორმა სტუდენტებს გააქტიურებისკენ მოუწოდა და უნივერსიტეტის ცხოვრებასა და მართვაში სტუდენტების ჩართვის აუცილებლობაზე ესაუბრა.