საქველმოქმედო საღამო გორის ერისთავის დრამატულ თეატრში
25 დეკემბერი 2014
საქველმოქმედო ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
,,ღონისძიებისთვის მე მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს და ასევე გორის თეატრის დასს. უნდა ავღნიშნო, რომ ეს პირველი შემთხვევაა მსგავსი სახის ღონისძიების და მინდა მოუწოდო მოსახლეობას მსგავსი სახის აქციაში ყველანი ჩავერთოთ და ქართველი ხალხი ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით,’’- განაცხადა მხარის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა.