ანდრო ბარნოვი კოფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა
22 მაისი 2013
აღსანიშნავია, რომ მოხალისე აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი საერთაშორისო ორგანიზაცია "უსაფრთხო მსოფლიოსა" და მისი ადგილობრივი პარტნიორების - "მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის კავკასიურ ინსტიტუტისა" და "გორის საინფორმაციო ცენტრის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ "უსაფრთხო მსოფლიოს" კავკასიის პროგრამის მენეჯერი ტაბიბ ჰუსეინოვი, პროგრამის კოორდინატორი ნათია ნადირაძე და "გორის საინფორმაციო ცენტრის" დირექტორი მიხეილ ჩიტაძე.
პრეს-სამდივნოს ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც თითქმის ორ საათს გაგრძელდა, ჯგუფის წარმომადგენლება სხვასახვა პრობლემაზე ისაუბრეს, რაც მათი უსაფრთხოების აღქმას საფრთხეს უქმნის.
"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა გათბობისა და გაზიფიცირების პრობლემა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე თითქმის ყველა სოფელში, ასევე, სარწყავი წყლის სისტემებს და მათ ხელმიუწვდომლობასთან დაკავშირებული პრობლემებს, რომელიც ასევე ბევრი თემის სატკივარია. შეხვედრაზე ასევე წამოიჭრა ისეთი აქტუალური საკითხები, რომელიც შიდა ქართლის რეგიონის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, გზების მოწყობა, სასკოლო ტრანსპორტი და სასმელი წყლის პრობლემა. საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმილ რეფორმას და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებების გაფართოების აუცილებლობას", - აცხადებენ გუბერნატორის პრეს-სამდივნოში.
ბარნოვის თქმით, "თემი მაშინ იქნება ნამდვილი თემი, როდესაც მას არჩეული მმართველი ეყოლება, ექნება შესაბამისი რესურსი და ფინანსები".