0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მხარის რწმუნებულმა ზურაბ რუსიშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სურსათის სააგენტოს რეგიონალური ოფისი გახსნა
მხარის რწმუნებულმა ზურაბ რუსიშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად  სურსათის სააგენტოს რეგიონალური ოფისი გახსნა
13 მარტი 2015

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველო ახალი გამოწვევების წინაშე დადგა და არაერთი ვალდებულება აქვს შესასრულებელი. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულებების და რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფაზე მოდის. საჭირო ტექნიკით აღჭურვილი ახალი, თანამედროვე ოფისები დაეხმარება სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეფექტიანად განახორციელოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები’’- აღნიშნა ოთარ დანელიამ. გასული წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობა-ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სამსახურებს არაერთი კვალიფიციური სპეციალისტი დაემატა. ეს, კიდევ უფრო გააძლიერებს და ეფექტიანს გახდის სააგენტოს მუშაობას. შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოში დასაქმდება 12 თანამშრომელი, მათ შორის 4 ინსპექტორი, 1 სურსათის სპეციალისტი, 2 ვეტერინარი და 2 ფიტოსანიტარი, ხოლო მთლიანად რეგიონში-22 თანამშრომელი. გასულ წელს შიდა ქართლის რეგიონულ სამსახურს 4 ერთეული ახალი, მაღალი გამავლობის მანქანა და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა.

Top