0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

მხარის გუბერნატორი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ატენის სიონში შეხვდა
მხარის გუბერნატორი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ატენის სიონში შეხვდა
12 აპრილი 2015

ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით დღესასწაულს წინა უძღვის 40 დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარება, ზიარება და ვნების კვირა. მართმადიდებლებისთვის ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობისაგან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, შემდეგ ბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა. აღდგომის, ისევე როგორც საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში, ღამისთევის მსახურება ყოველწლიურად სრულდება. მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა იწყება, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ჯვრის საგალობელს გალობენ. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გრძელდება.

Top