0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ანდრო ბარნოვი "სათემო სოლიდარობის ფონდის" შექმნის ინიციატივით გამოდის
22 მაისი 2013

თავის დაცვა და მოვლა მოახერხოს. ჩვენთან ყოველდღიურად მოდიან ძალიან გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც დაუყოვნებლივი დახმარება ესაჭიროებათ, სამწუხაროდ, ხშირად სახელმწიფო ბიუჯეტით ამჟამად გათვალისწინებული პროგრამები ამ კატეგორიის ადამიანების დახმარებას არ ითვალისწინებს. არ არის აუცილებელი, დაველოდოთ ახალ ბიუჯეტს ან ახალი მილიარდერი მოვძებნოთ მოწყალების სათხოვნელად. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება საკუთარ თავს და საკუთარ წევრებს თავად დაეხმაროს", - განაცხადა ბარნოვმა და დასძინა, რომ გუბერნატორის აპარატი ყველაფერს გააკეთებს, რათა იურიდიული დეტალები სწრაფად მოგვარდეს და ფონდმა ფუნქციონირება დაიწყოს. "ცხადია, ფონდის დაფინანსებაში ჩემს წვლილსაც მუდმივად შევიტან და იმედი მაქვს, რომ ამ მაგალითს, პოლიტიკური ნიშნის მიუხედავად, ძალიან ბევრი თანამდებობის პირი მიბაძავს. ასევე იმედი მაქვს, რომ ფონდს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეეხიდებიან და საზოგადოების დამოუკიდებელი წევრებიც - ყველა, ვისაც ამისი მცირედი საშუალება მაინც აქვს. მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ზომის შემოწირულობა, ერთი ლარიც კი, რადგან ამ ფონდის მომავალს განსაზღვრავს არა იმდენად მობილიზებული თანხების მოცულობა, არამედ საზოგადოებაში სოლიდარობის გრძნობის არსებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ფონდის საქმიანობაში ეკლესიაც ჩაერთვება და ამ ფონდს აქვს მომავალი, ისევე როგორც ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას. სოლიდარობა სწორედ ის გარანტიაა, რაც ჩვენი საზოგადოების განვითარებას, უსაფრთხოებასა და ჩვენი ერის ნათელ მომავალს უზრუნველყოფს", – აღნიშნა გუბერნატორმა. ბარნოვის თქმით, ფონდი მთლიანად დამოუკიდებელი იქნება და მას საზოგადოების წარმომადგენელთაგან შემდგარი საბჭო წარუძღვება.

Top