0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ხვალ ,,ქართლის ღვინის ფესტივალის“ პრეზენტაციაა
29 მაისი 2013

ფესტივალი 9 ივნისს გორში, რეაბილიტირებულ ციხის უბანში გაიმართება და მიზნად ისახავს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ქართლის ღვინის პოპულარიზებას, ქართლის ღვინის მწარმოებელთა კატალოგის შექმნას შემდგომი კონსულტაციებისა და სერვისების მიწოდების მიზნით, ახალ მწარმოებელთა დაინტერესებას, შიდა თუ გარე ბაზრების ყურადღების მიპყრობას. ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონში არსებული ოჯახური მარნების განვითარებას, ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნებას და გამრავალფეროვნებას, რეგიონში შემორჩენილი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული ღვინის გაცნობა-პოპულარიზაციას, გლეხებისათვის დამატებითი შემოსავლის მოტანას, რეგიონში დარგის პოპულარიზაციას და შიდა ბაზრებზე ადგილობრივი ხარისხიანი ღვინის მრავალფეროვნების მიღწევას. ფესტივალის მასპინძელია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია და რეგიონული განვითარების სააგენტო.

Top