0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ქართლის ღვინის ფესტივალი გორში
26 ივნისი 2013

ფესტივალზე წარმატებულ ღვინის კომპანიებთან ერთად, რეგიონის მცირე მარნებმა და მევენახე-გლეხებმა ადგილობრივი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული, განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე სხვადასხვა სახეობის ღვინო წარმოადგინეს, რომლებიც ბაზრებზე ჯერ არ გასულა და რომელთა შერჩევასაც "ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია" წინასწარ აწარმოებდა. ფესტივალის სტუმრებს ღვინის უფასო დეგუსტაციის და ყიდვის საშუალება ჰქონდათ. ღვინის გარდა, სტუმრები აგემოვნებდნენ სხვადასხვა სახეობის და ასორტიმენტის ყველს, მწვადს და პურს, რომლებიც მთლიანად ადგილობრივი რესტორნებისა და მწარმოებლებისგან იყო მოწოდებული. ფესტივალზე ასევე იყიდებოდა ადგილობრივი წარმოების ჩირი, ჩურჩხელა, ტკბილეული, ხელოსნების მიერ წარმოებული სუვენირები, ნახატები და სხვა. ფესტივალზე ღვინოსთან და ადგილობრივ ტრადიციებთან დაკავშირებული ისტორიული ნივთები და ფოტოებიც იყო გამოფენილი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმიდან. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ისტორიული გორის ძველი უბნის ცხოვრების ამსახველი ფოტოები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე. მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თავისი შეხედულებისამებრ რჩეული ღვინო დაესახელებინათ. ღონისძიების დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო წითელი ღვინის, საუკეთესო თეთრი ღვინის და განსაკუთრებული ჯიშის ღვინის ნომინაციებში გამარჯვებული მეღვინეები. ორგანიზატორებმა ფესტივალში მონაწილე ყველა მეღვინეს სიგელები და საჩუქრები გადასცეს. საჩუქრების გადაეცათ ფესტივალის სტუმრებსაც. ფესიტვალი მუსიკალურად ადგილობრივმა ჯაზ-ბენდმა "კანუდოსი" და ქართული ხალხური ანსამბლმა გააფორმა. ფესტივალის ჩატარების იდეა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ანდრო ბარნოვს ეკუთვნოდა და მასპინძელი შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია იყო. ღონისძიებას ორგანიზება გუბერნატორის ადმინისტრაციამ გაუწია "ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციასთან" და რეგიონული განვითარების სააგენტოსთან ერთად. ფესტივალი წელს პირველად ჩატარდა და ორგანიზატორების სურვილია, რომ ის ტრადიციული გახდეს. ფესტივალი მიზნად ისახავდა განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ქართლის ღვინის პოპულარიზებას, ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნებას და გამრავალფეროვნებას, რეგიონში შემორჩენილი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული ღვინის გაცნობა-პოპულარიზაციას, გლეხებისთვის დამატებით შემოსავლის მოტანას, ქართლის ღვინის მწარმოებელთა კატალოგის შექმნას შემდგომი კონსულტაციებისა და სერვისების მიწოდების მიზნით, ახალ მწარმოებელთა დაინტერესებას, შიდა თუ გარე ბაზრების ყურადღების მიპყრობას.

Top