0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

უფლისციხეში ,,ქართლის ღვინის ფესტივალის“ პრეზენტაცია მოეწყო
06 ივნისი 2013

,,ღვინის ფესტივალი არის მრავალმხრივად საინტერესო და სასარგებლო ღონისძიება. ამ ღონისძიებით გარდა იმისა, რომ მეღვინეები დამატებით შემოსავალს ნახავენ, აქ წარმოდგენლნი იქნებიან ჩირის, ჩურჩხელის, ყველის და სუვენირების ადგილობრივი მწარმოებლები, რომლებიც საკუთარ პროდუქციას გააცნობენ სტუმრებს. როგორც წესი, იქ სადაც მსგავსი ფესტივალები იმართება, ძალიან ხეირობს ტურისტული ბიზნესი და ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი ექნება ღვინის ტურიზმსაც. ჩვენთან გარშემო არის უამრავი ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ბიზნესკომპანიებმა შესთავაზონ საინტერესო ტურები,“ აღნიშნა ანდრო ბარნოვმა და დასძინა, რომ ფესტივალი ტრადიციული გახდება. ადგილობრივი მეღვინეების თქმით, ღვინის ფესტივალი ხელს შეუწყობს მათი შემოსავლების ზრდას, ადგილობრივ ბაზარზე დამკვირდებას და ოჯახური მარნების განვითარებას. ფესტივალი 9 ივნისს გორში, რეაბილიტირებულ ციხის უბანში გაიმართება და მიზნად ისახავს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე ქართლის ღვინის პოპულარიზებას, ადგილობრივი ვაზის ჯიშების შენარჩუნებას და გამრავალფეროვნებას, რეგიონში შემორჩენილი უნიკალური ჯიშებიდან დაყენებული ღვინის გაცნობა-პოპულარიზაციას, ქართლის ღვინის მწარმოებელთა კატალოგის შექმნას შემდგომი კონსულტაციებისა და სერვისების მიწოდების მიზნით, ახალ მწარმოებელთა დაინტერესებას, შიდა თუ გარე ბაზრების ყურადღების მიპყრობას. ფესტივალის მასპინძელია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ქართლის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაცია და რეგიონული განვითარების სააგენტო.

Top