0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

გორის სასწავლო უნივერსიტეტი 80 წლისაა
გორის სასწავლო უნივერსიტეტი 80 წლისაა
27 ნოემბერი 2015

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 80 წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სასწავლებლის სააქტო დარბაზში მასშტაბური მიღება მოაწყო. იუბილეს ესწრებოდნენ ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების ხელმძღვანელები და პროფესორ – მასწავლებლები. საზეიმო მიღებაზე იმყოფებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი. თამარ სანიკიძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარგებლო როლსა და წვლილზე ისაუბრა როგორც რეგიონის ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. გორის უნივერსიტეტს 80 წლის იუბილე მიულოცა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა. მან ხაზი გაუსვა სასწავლებლის განსაკუთრებულ როლს რეგიონისთვის, რომლმაც 2008 წლის ომი ყველაზე მწვავედ გადაიტანა. გუბერნატორის მოადგილემ სტუდენტებს ამცნო სამხარეო ადმინისტრაციაში სტაჟიორთა ვაკანსიის შესახებ და მათ ვაკანსიით დაინტერესებისაკენ მოუწოდა. შეხვედრაზე გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით საპატიო დოქტორის წოდება გადაეცათ მინისტრ თამარ სანიკიძეს და გორის სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გორის ბავშვთა გუნდისა და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული სამუსიკო ნომრები.


Top