0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით ნიქოზში ახალი თონე გაიხსნა
სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობით ნიქოზში ახალი თონე გაიხსნა
News contains an attached video
25 აპრილი 2016

სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზში  ახალი თონე გაიხსნა. პროექტის ავტორი ნიქოზში მცხოვრბი მაკა ლომსაძეა.

თავდაპირველად საცხობში ხუთი ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. სამომავლოდ მფლობელი საცხობის გაფართოებას და უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას გეგმავს. პროექტის გახსნას პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე დავით ჯოლბორდიც ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს მიკრო და მცირე ბიზნესის, ასევე ე.წ სტარტაპების ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტი სახელმწიფომ 80 % – ით დააფინანსა, რის შემდეგაც მოხდა ღუმელისა და თონისთვის საჭირო სპეციალური მოწყობილობების შეძენა.  

ადგილობრივი მოსახლეობა სოფელში თონის გახსნას დროულ და საჭირო გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რადგან ამ დრომდე ნიქოზის მაღაზიებში პური დაგვიანებით მიჰქონდათ, სოფელში კი რიგირც მოსახლეობის ნაწილი განმარტავს ადგილობრივები საქმიანობას ადრიანად იწყებენ.

გამარჯვებულმა ბენეფიციარმა ადგილზე მყოფ პროგრამის წარმომადგენლებს  გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, თანამოქალაქეებს კი სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას დაპირდა. 

მიმაგრებული ვიდეო

მიმაგრებული სურათები


Top