0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

0 32 2 28 57 00

ცხელი ხაზი

ბრეძა-ატოცის დამაკავშირებელი გზის 6 კმ-ან მონაკვეთზე საგზაო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
ბრეძა-ატოცის დამაკავშირებელი გზის 6 კმ-ან მონაკვეთზე საგზაო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
02 ივნისი 2016

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ბრეძა-ატოცის 6 კმ-ანი გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. გზის მონაკვეთის კაპიტალური მშენებლობა „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 596 000 ლარს შეადგენს.

როგორც შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს გზის ამ მნიშვნელოვან მონაკვეთზე ასფალსაფარის დაგება პირველად ხდება.

„ჩვენ, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება კონფლიქტისპირა სოფლებში მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არაერთ პროექტს ვახორციელებთ. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა და სულ მალე, მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გადაადგილებას მაღალი ხარისხის ახალი გზის საშუალებით შეძლებს. აღნიშნული გზის სამშენებლო სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, რაც ორმაგად მნიშვნელოვანია მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“ – აღნიშნა იოსებ ოქრომელიძემ.

მიმაგრებული სურათები


Top